თბილისობა 2023“ ქალაქის სამ ლოკაციაზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ფესტივალზე „თბილისის მრავალფეროვნება“ სახელწოდებით, გამოფენაა მოწყობილი.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხეც მოეწყო, სადაც, წარმოდგენილია, კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ.
„დღეს, „თბილისობის“ დღესასწაულზე, საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივითა და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, ძველ თბილისში გაკეთდა აზერბაიჯანული თემის კუთხე. აქ შეგიძლიათ ნახოთ აზერბაიჯანული ხალიჩები, ეროვნული ტრადიციები და სამზარეულო“ – ლეილა ალიევა, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.