საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება უკვე დაუწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
უამინდობის პიკი 2-3 ოქტომბერს იქნება, 4 ოქტომბრიდან კი შედარებით გამოიდარებს, ხოლო 5 ოქტომბრიდან სტიქია საბოლოოდ გადაივლის.