აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი საქართველოსთან და სომხეთთან სადავო ტერიტორიების რუკას აქვეყნებს

ყარაბაღში მიღწეული წარმატებისგან თავბრუდახვეულ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში მადა მეზობლების მიმართ ძლიერდება. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც ვერ მალავენ თავიანთ მისწრაფებებს.

ეს რუკა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის საბჭოს თავმჯდომარემ ელმედდინ ბეჰბუდმა გამოაქვეყნა, რომელიც საპრეზიდენტო ჩინოვნიკია. ფრანგულენოვანი რუკა ვითომ 1918 წლის რეალობას ასახავს და ნახევარი სომხეთი აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. დაშტრიხული ტერიტორიები, სავარაუდოდ, “სადავოა” და ამ კატეგორიას განეკუთვნება ქვემო ქართლი თბილისამდე და ქიზიყი.

გარდა ამისა, აზერებმა რუსეთიც “არ დაინდეს” და დაღისტანის მთიანეთის ნაწილი აზერბაიჯანს “მიაკუთვნეს”.