ირაკლი ჯანყარაშვილი – მაიდანის ახალი დეტალები გამოიკვეთა, რომელშიც ღიად არის ჩართული USAID !

მაიდანის ახალი დეტალები გამოიკვეთა, რომელშიც ღიად არის ჩართული, USAID-ი, ეს ორგანიზაცია უკვე წლებია რაც ქვეყნის შიგნით აგენტურულ საქმიანობას ეწევა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასთან ერთად ერთგვარ სადაზვერვო ფუნქციასაც ითავსებს.

ასაზრდოვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უკვე წლებია შეთავსებული აქვთ მეხუთე კოლონის ფუნქცია.

იმისათვის, რომ ვაშინგტონის გეგმები სისურელში მოვიდეს მხოლოდ კოლოსალური ფინანსური რესურსი და რამდენიმე ათეული “ბოევიკი” არ კმარა.

2023 – წელია და საქართველომ რომელმაც სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი და შემდეგ 2008 – წელი გამოიარა ძალიან ბევრი ისწავლა ახლო წარსულიდან. სიბნელე, რომელიც “კოლექტიურმა დასავლეთმა” ამ 30 – წლის განმავლობაში დაასადგურა გაფანტულია.

რა თქმა უნდა თვალებიც გავახილეთ და თეთრის შავისგან გარჩევაც ვისწავლეთ.

რა მოაქვს რევოლუციას 2003 – დან 2012 წლამდე ესეც კარგად დავინახეთ.

პირველი წერტილი დასავლურ ავანტიურას და საქართველოს მორიგ საომარ მოქმედებებში ჩაბმას 2012 – წელს დაესვა.

2012 – წელს დასავლეთის აგენტების ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ, არა ერთი გადატრიალების მცდელობის, პროვოკაციების და ძალადობის მომსწრენი გავხდით.

არცერთ მათ მოქმედებას არ გააჩნდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი მიზნებიც შესაბამისად მოუღწეველი რჩებოდა.

დღესაც იგივე ბედი ელის მაიდანს, რომლის ორგანიზატორების ვინაობა, მათი წარსული და სამოღვაწეო არეალი ყველასათვის ცნობილია, აღარ ბნელა და USAID – ს მსგავსი ორგანიზაციები დღის წესრიგს ვეღარ დაგვიდგენენ, ვეღარ გამოგვიყენებენ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ – ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი.