მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ჩემო ლაშა „გენაცვალე შენ“-ო ასე მიმართავდა ყველას ლევანიკო ? ახლა მე გენაცვალე შენ ამ ჩანაწერისთვის ? ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე ?? ამასწინათ მითხარი ლევანიკოსთან რომ ვზივარ განსაკუთრებული სიმშვიდე მეუფლებაო, ხოდა დარწმუნებული იყავი, ყოველთვის იქნება მფარველი ანგელოზი შენთვის და ყველა მეგობრისთვის, ვინც იცის ლევანოს ფასი ? მადლობა.
ცნობისათვის, ვიდეოს ლევანის ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ზაალიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ვიდეო 2017 წელს არის გადაღებული. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ „ამ ვიდეოში უწმიდესი პატრიარქი ლოცავს ლევანს. უწმიდესმა ლევანი ამღერა, დალოცა და ჯვარი აჩუქა რომელიც ამ ვიდეოში არ ჩანს“.