სლოვაკეთში პრორუსულმა ძალამ გაიმარჯვა – მეზობელი უნგრეთი კმაყოფილია, დასავლეთი – უკმაყოფილო

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ Smer-მა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ხელმძღვანელობს, ხმების 22,94%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა “პროგრესული სლოვაკეთის პარტია” ხმების 17,96%-ით, რასაც მოჰყვება სოციალ-დემოკრატიული პარტია “Hlas” 14,7% ხალხის მხარდაჭერით.

ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 68% იყო, რაც ყველაზე მაღალია 2002 წლის შემდეგ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს პარტია მხარს უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის, კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის უარისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმებს.

ფიცომ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ზუზანა კაპუტოვას იმპიჩმენტი ახალი პარლამენტის ინაუგურაციის სხდომაზე მოხდება.

მისი თქმით, კაპუტოვა აშშ-ს აგენტია და მითითებებს ამერიკის საელჩოდან იღებს.

დასავლეთში ფიცოს პოზიციას ახასიათებენ როგორც პრორუსულსა და ანტიამერიკულს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთი უკრაინის ფაშისტურ რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს. ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თავისი S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 გამანადგურებლები გადასცა კიევს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ფიცოს მიულოცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იყო:

„გამოიცანით, ვინ დაბრუნდა! ვულოცავთ რობერტ ფიცოს უდავო გამარჯვებას სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში. პატრიოტთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა“.

ამასობაში დასავლური მედია “Smer”-ის პარტიის გამარჯვებას დაუფარავი აღშფოთებითა და მწუხარებით ეხმაურება.

New York Times:

„შედეგმა შეიძლება შეცვალოს კონტურები, რომელიც იყო ევროპაში ერთიანი ფრონტი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით”.

ვაშინგტონ პოსტი:

„ფიცოს სმერ-ის პარტიის გამარჯვება ნიშნავს, რომ ევროპა იხრება პოპულისტური ძალებისკენ, რომლებმაც ისარგებლეს ცხოვრების ხარჯების გაზრდით და ხალხის შეშფოთებით უკრაინაში კონფლიქტის გამო. ფიცო აპირებს შეაჩეროს კიევისთვის იარაღის მიწოდება და გააუქმოს ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“.

CNN:

„სლოვაკეთი იყო იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მკაცრი სანქციების შემოღებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გადასცა კიევს. მაგრამ ეს, სავარაუდოდ, შეიცვლება ფიცოსთან, რომელიც კონფლიქტის დაწყებაში კიევის ხელისუფლებას ადანაშაულებს“.

თავად ფიცომ უკვე მოახერხა მოკლე კომენტარის გაკეთება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე:

„ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მოაბეზრა თავი! ომის ყველაზე უფრო რადიკალურმა მომხრეებმაც უკვე გააცნობიერეს, რომ უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტი ფინანსურად უაღრესად რთულად გადასატანი და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. ისინი კიევთან სხვა ენაზე იწყებენ ლაპარაკს და ზელენსკის უწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ მას ოვაციებით აღარ ხვდებიან. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩვენს ქვეყანაში უფრო სხვა აქტუალური პრობლემებია, ვიდრე უკრაინის დახმარება”.

 

ვლადიმირ კარასიოვი,

“ნიუსფრონტი”