ბანგკოკში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პოლიციამ 14 წლის ბიჭი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევას გამოეხმაურა ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი. ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.
თავდასხმის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.