აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლასა და იქ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარი თქვა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გრანადაში უნდა გამართულიყო შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ვიზიტის გაუქმების მიზეზია საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე პარიზსა და ბერლინს შორის უთანხმოება შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.