“დასავლური წარმოების ტანკები უკრაინაში მარცხს განიცდიან, რადგან ამ ომისთვის შეუფერებელნი არიან” – კიევის რეჟიმის სამხედრო ექსპერტი

დასავლეთში წარმოებული ტანკები უკრაინაში მარცხს განიცდიან და მათი ეფექტურობა მთლიანობაში, ძალიან დაბალია. სამხედრო ექსპერტები იმავე დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ნატოს ტანკები არ არიან შექმნილი ამ ინტენსივობის კონფლიქტისთვის, – განუცხადა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა Wall Street Journal-ს.

ტარას ხმუტი, სამხედრო ანალიტიკოსი და Come Back Alive Foundation-ის ხელმძღვანელი, რომელმაც შეაგროვა ფული უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, ამბობს, რომ „ბევრი დასავლური ტანკი ბრძოლებში არ გამოდგა, რადგან ისინი არ არიან ტოტალური ომისთვის გათვალისწინებულნი. მათი გამოყენება შესაძლებელია დაბალი ან საშუალო ინტენსივობის კონფლიქტებისთვის“.

”თუ მათ მასობრივ შეტევაში გაუშვებთ, ისინი უბრალოდ არ ფუნქციონირებენ”, – თქვა მან. ხმუტმა ასევე განმარტა, რომ უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა სანაცვლოდ უნდა გაამახვილონ ყურადღება უფრო მარტივი და იაფი სისტემების უფრო დიდი რაოდენობით მიწოდებაზე, რასაც უკრაინა არაერთხელ ითხოვდა, – იტყობინება გაზეთი.

ხმუტის კომენტარების მიუხედავად, უკრაინის მიერ მიღებული ზოგიერთი მოწინავე დასავლური სისტემა იყო შექმნილი მაქსიმალური ინტენსივობის ბრძოლისთვის – ნატოსა და საბჭოთა ძალებს შორის პირდაპირი დაპირისპირებისთვის. ამერიკული წარმოების “ბრედლის” ქვეითი საბრძოლო მანქანები და “აბრამსის” მთავარი საბრძოლო ტანკები სპეციალურად შექმნილი იყო საბჭოთა სახმელეთო ძალების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

 

გერმანელი გენერალ-მაიორი ასევე ამბობს: რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხარისხი

თუმცა, სხვა ჯავშანტექნიკის მსგავსად, აღნიშნული ტანკები დაუცველნი არიან არტილერიისა და ნაღმების მიმართ, რაც დადასტურდა უკრაინის ჯარის შეტევისას, როდესაც შემტევი მხარე საშინელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და ვერ დაძლია  რუსული თავდაცვის ქსელები.

უკრაინელი ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ჟურნალი ციტირებს, ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ტანკების ხუთ პროცენტზე ნაკლები სხვა ტანკებმა გაანადგურეს, დანარჩენი კი ნაღმებით, არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით და თვითმფრინავებით.

გერმანიის დაგეგმვისა და სამეთაურო შტაბის უფროსის, ბუნდესვერის გენერალ-მაიორ კრისტიან ფროიდინგის თქმით, დასავლელი სამხედრო სტრატეგები ჯერ არ აღიარებენ, რომ რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოვანია:

“პირველ ყოვლისა, საჭიროა რაოდენობა, ჯარების რაოდენობა. დასავლეთში ჩვენ შევამცირეთ ჩვენი სამხედროები, შევამცირეთ მარაგები. მაგრამ რაოდენობა მნიშვნელოვანია, მასა მნიშვნელოვანია”, – განუცხადა მან Wall Street Journal-ს.

მიუხედავად ამისა, უკრაინა  მოკავშირეებს სთხოვს უმაღლესი ხარისხის ტანკებსა და სამხედრო აღჭურვილობას. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გააკრიტიკა დასავლელი მოკავშირეები იარაღის მიწოდების შეფერხების გამო და განაცხადა, რომ ამ თვის დასაწყისში იარაღის შენელებული მიწოდება ზიანს აყენებს უკრაინის წარმატების შანსებს მის მიმდინარე კონტრშეტევაში.

კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IFW) ივლისის ანგარიშის თანახმად, უკრაინის მოკავშირეებმა დაპირებული მძიმე იარაღის მხოლოდ ნახევარი მიიტანეს. „დაპირებულ და მიწოდებულ სამხედრო დახმარებას შორის განსხვავება დიდია“, – თქვა კრისტოფ ტრებეშმა IFW-დან.

იმავდროულად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გასულ კვირას განუცხადა Economist-ს, რომ მისი ქვეყანა პრიორიტეტს ანიჭებს შიდა საბრძოლო მასალის წარმოებას: ”ყველაფერი, რაც შეიძლება ადგილობრივად წარმოებული იყოს, ასევე უნდა იყოს წარმოებული ადგილობრივად”, – თქვა მან.

უკრაინა ზრდის შიდა წარმოებას ნაწილობრივ იმის გამო, რომ დასავლური მარაგი ვერ აკმაყოფილებს მის სამხედრო საჭიროებებს, განუცხადა მანამდე Business Insider-ს სერგეი სუმლენიმ, გერმანული კვლევითი ცენტრის European Resilience Initiative Center-ის დამფუძნებელმა.

 

წყარო: Business Insider