ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და სანაცვლოდ გააძლიეროს ნატოს ევროპული კომპონენტი, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
„ნატოს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.
თავის გამოსვლაში პაველმა, ასევე, მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.