ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა მეზობელი თოფით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცმა მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ყოფილი პოლიციელია.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დეტალებს newshub.ge შს სამინისტროში აზუსტებს.