„მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის უპირატესობა და ახალი აგრესიის ხელშეწყობა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ“, – ამის შესახებ RBC უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკზე დაყრდნობით იტყობინება.
„როდესაც დასავლური კონსერვატიული ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების აუცილებლობაზე, მინდა პირდაპირ დავსვა კითხვა: : რა არის თქვენი მოტივები? რატომ ხართ ასე დაჟინებით წინააღმდეგი რუსეთის არმიის განადგურების, რომელიც რომელიც ატერორებს დემოკრატიულ ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში“, – აცხადებს პოდოლიაკი.
ინფორმაციისთვის, შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის დახურვის თავიდან აცილებას.
შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსება 45 დღით გაგრძელდა, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა დროებით შეჩერებულია.
ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების ახალ დაფინანსებას.