უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სად და რა ვითარებაში გამოიყენონ მოკავშირეების მიერ გადაცემული იარაღი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ დასავლური სამხედრო ტექნიკა და სად გამოიყენონ ისინი, მხოლოდ უკრაინელები იღებენ. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაიცვან თავიანთი ქვეყანა, როგორ დააბრუნონ მიწები“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების „წახალისებას“ და არ უჭერს მხარს მსგავს თავდასხმებს.
თუმცა, მისი თქმით, ამ თავდასხმების განხორციელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში რჩება უკრაინას, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს რამდენად აუცილებელია ეს დარტყმები.