„საავადმყოფოშია, ექიმები ვერ გვაიმედებენ…” – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე?

ცოტა ხნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ინგა ფე­რა­ძის ბრი­უ­სე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას გეგ­მავ­დნენ. ამის­თვის კი ფონ­დიც შე­იქ­მნა, სა­დაც დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­ეძ­ლოთ.

ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში, სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და.

მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე წერს, რომ ინ­გას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

„სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო მო­მენ­ტში ინ­გას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ახლა ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მას­თან სა­უბ­რის, თუმ­ცა მე­ტყვე­ლე­ბა უჭირს და მდგო­მა­რე­ო­ბაც უკე­თე­სო­ბის­კენ არ მი­დის.

არ ვი­ცით რო­გორ იქ­ნე­ბაო, ექი­მე­ბი არ გვა­ი­მე­დე­ბენ… მე მა­ინც იმე­დი მაქვს რომ ინგა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა და ჩა­მო­ვა არ ვიცი სხვა რა ვთქვა… მისი შვი­ლი, ანუ­კა ად­გას თავ­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად იბ­რძვის რომ ინგა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს”, – წერს მაკა რაზ­მა­ძე.