„7 პაციენტს გეგმური ქირურგიული ოპერაცია შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა“ – უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები კოლოპროქტოლოგიის ცენტრში

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს“, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს.

შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.