ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთეთ უკვე იმპიჩმენტის პროცედურასთან, პროცესთან დაკავშირებით~ და საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, როგორ უჭირდათ „[პრეზიდენტის წარმომადგენლებს] კითხვებზე პასუხის გაცემა. შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს ათჯერ ერთი და იგივე თემაზე დასმულ შეკითხვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მათივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი მისამართით დასმულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი პასუხი გასცეს.
„შეგნებულად არ სცემდნენ კითხვებს პასუხს, ერთსა და იმავე თემაზე ათჯერ დასმულ შეკითხვას. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, ხოლო თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, რაზეა აქ საუბარი. როცა გეკითხებიან, რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ გვპასუხობ, ხომ ყველაფერი ცხადია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.