რუსეთიდან „საახალწლო არდადეგებზე“ საქართველოში ტურები „აქტიურად იჯავშნება“

საქართველო შემოდგომაზე რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურების გაყიდვების პიკი დეკემბრის ბოლომდე აღწევს, საახალწლო არდადეგების ჩათვლით, წერს Interfax Tourism ტუროპერატორის FUN&SUN-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიები თბილისში.  გაყიდვების პიკი დეკემბრის ბოლოს მიაღწევს, საახალწლო არდადეგების ტურები უკვე აქტიურად იჯავშნება“, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა ივანოვამ.

მისივე თქმით, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს.

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს ავიაბილეთების დეფიციტი მარშრუტზე, მაგრამ ეს შესაძლოა საახალწლო თარიღების მოახლოებისას წარმოიშვას“ – დასძინა ექსპერტმა.

რუსული მედია ასევე ქართულ საახალწლო ტრადიციებზეც აქტიურად წერს.