სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების სამიზნე გახდა გამოსაშვები ცერემონია, რომელსაც კურსანტების ოჯახები ესწრებოდნენ. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.