ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისთვის არტილერიის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დაიწყო. გაურკვეველია იღებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა სხვა იარაღს სანაცვლოდ, – ამის შესახებ RBC-Ukraine CBS News-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა, ამერიკელი ოფიციალური პირზე დაყრდნობით იუწყება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის არტილერიის მიწოდების დაწყების შესახებ.
„ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ეს ტრანსფერი ახალი გრძელვადიანი მიწოდების ჯაჭვის ნაწილი თუ უფრო შეზღუდული პარტია. ასევე, გაურკვეველია რას იღებს ჩრდილოეთ კორეა ამ იარაღის სანაცვლოდ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერამ კრემლისადმი, როგორც ჩანს, კულმინაციას მიაღწია გასულ თვეში რუსეთში გამართულ სამიტზე.
ბევრი ელოდა, რომ კიმი პუტინს ფულს და საკვებს სთხოვდა ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის მხარდასაჭერად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის სანაცვლოდ.