ღაზას სექტორიდან ისრაელს ათობით რაკეტა ესროლეს

ისრაელის ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაიბომბა ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაჭრილებიც.

ასევე ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელში ტერორისტები შევიდნენ. სამხედროები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სახლებში დარჩეს.

პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურმა მოჰამედ დეიფმა განაცხადა, რომ პალესტინამ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რათა „ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ბოლო მოეღოს“. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ჰამასი“ ამისთვის ძალზე მაღალ ფასს გადაიხდის.