მექსიკის სამხრეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილები ვენესუელელი და ჰაიტელი მიგრანტები არიან.