„სწორი არჩევანის“ და „სწორი რაკეტების“ დრო დადგა – პოდოლიაკის თქმით, მსოფლიოს ძვირად დაუჯდება, თუ რუსეთი ბრძოლის ველზე არ დამარცხდება

მსოფლიო საზოგადოება ძვირს გადაიხდის, თუ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხების რაიმე ალტერნატიულ სცენარს აირჩევს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოსთვის საუკეთესო ვარიანტია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე და შიდაპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაწყისი.

„უკვე აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ნებისმიერი „ალტერნატივა“ ჯარების შემდგომი ნაჩქარევი გაყვანით, გაცილებით ძვირი დაუჯდება გლობალურ საზოგადოებას, ვიდრე დღეს უკრაინის პირდაპირი მხარდაჭერა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, თუ რუსეთი ომს არ წააგებს, ეს გამოიწვევს გლობალური წესების ტოტალური დემონტაჟსა და არასტაბილურობის ზრდას.

ამასთან, პოდოლიაკი ამბობს, რომ „სწორი არჩევანის“ და „სწორი რაკეტების“ დრო დადგა.