ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აშშ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა.
ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფება კი ამის მიზეზად, აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის, რამდენიმე სარაკეტო კრეისერისა და გამანადგურებლის გაგზავნას ასახელებს.
„ეს მოძრაობები არ აშინებს ჩვენს ხალხს და არც მათ წინააღმდეგობას, რომელიც გააგრძელებს ჩვენი ხალხის და ჩვენი წმინდა ადგილების დაცვას“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა ჰაზემ კასემმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.