ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ის კი სერიოზული დაზიანებები აქვთ.
რაც შეეხება პალესტინურ მხარეს, 500-ზე მეტი გარდაცვლილი და 2 750-ზე მეტი დაშავებული ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმებს შედეგად. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამიზნეებს ბომბავენ პალესტინელი მებრძოლების მიერ ისრაელის მოქალაქეებსა და სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ.