ირანის პრეზიდენტი: ირანი პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს

ირანი პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა და პალესტინის მხარდაჭერისკენ სხვა მუსლიმანურ ქვეყნებსაც მოუწოდა.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებთან.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.