პუტინი ჩრდილოეთში ნატოს ქვეყნებთან, შესაძლო, კონფლიქტისთვის ემზადება, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ იუწყება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთის ფლოტს ჩამოერთვას „სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანების“ სტატუსი.
რუსული სახელმწიფო მედიის თქმით, ეს წინადადება მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ ფლოტი აღარ იქნება ცალკე სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული. ეს ითვალისწინებს, რომ ჩრდილოეთ ფლოტი და მასში შემავალი ოთხი რეგიონი (კომის რესპუბლიკა, არხანგელსკი და მურმანსკის ოლქი და ნენეცის ავტონომიური ოლქი) გადავა ლენინგრადის სამხედრო ოლქში.
რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა იური ფედოროვმა აღნიშნა, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის აღდგენა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება შესაძლო კონფლიქტებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ნატოსთან.
ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 2022 წლის დეკემბერში შესთავაზა პუტინს მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ხელახალი შექმნა დასავლეთის სამხედრო ოლქის საფუძველზე.
„თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მასობრივი განადგურების იარაღის გადანაწილების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ხედავს ნატოს მოწინააღმდეგე ძალების რესტრუქტურიზაციის აუცილებლობას, მათ შორის ფინეთის საზღვარზე, თუმცა გაურკვეველია, როგორ შეძლებს რუსეთი მობილიზებას, წვრთნას“, – აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.