შალვა პაპუაშვილი – ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის ევროპის პასუხისმგებლობა ქართულ პოლარიზაციაში

ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის წყალობით ვნახეთ, რომ „ფორმულას“ სახელით დადებულია ხელშეკრულება ლობისტებთან, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზე, რომ ისე დეზინფორმაცია, რომელიც დავით კეზერაშვილს, ამას მათ შორის ფუთავს მისი მედია, ეს დეზინფორმაცია გაიტანონ, თითქოს ის არის მედიამენეჯერი, დევნილი და ა.შ. სინამდვილეში, ის არის კრიმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კრიმინალებს თავშესაფარს არავინ უნდა აძლევდეს.

„ევროკავშირის, მათ შორის ევროპის პასუხისმგებლობაა, რომ ის ადამიანი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი, დადასტურებული აქვს დანაშაული, საკუთარი აღიარებით ვიცით, რომ საქართველოში აფინანსებს მედიას, პარტიებს და არასამთავროვო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ არიან მომართულები. ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე. კრიმინალისთვის თავშესაფრის მიცემა არ უნდა ხდებოდეს. ნათელი დანაშაულის, რაც მან ჩაიდინა. ხუთი მილიონი ქვითრებში გაწერეს, თითქოს ჩატარდა ჯარის წვრთნა 2008 წლის ომამდე, არ არსებობს არც ერთი ჯარისკაცი, ვისაც ეს წვრთნა ჩაუტარდა. ქაღალდზე იყო ეს ყველაფერი. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში, საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში, ხოლო დერადიკალიზაციაში წვლილი უნდა შეიტანონ ასევე ევროპელებმაც.

„ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ იმით, რომ კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი სად აფარებდა თავს? ევროპაში, არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ, შედეგი რაც იყო, მისი რევოლუციური გეგმები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში არის, ევროპაშიც დადის და სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით დამნაშავეებად, უნდა გადმოგცენ. ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციაში. ვიდრე დავით კეზერაშვილი ჰგავთ ევროპაში შეფარებული, ამ დროს, როცა ვისმენთ საქართველოს მიმართ პრეტენზიებს, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან, რომელიც ამავე დროს დამნაშავეს, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას, ასეთი პრეტენზიების დროს ჩვენი პასუხები გვაქვს. იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.