ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ოპოზიციის ლიდერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ასევე შეიქმნება „ომის კაბინეტი“ ნეთანიაჰუს, განცისა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ჩართულობით.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს, რომ ომის განმავლობაში არ იქნება მიღებული ისეთი კანონპროექტები და სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც ომის წარმოებას არ ეხება და ყველა მაღალი თანამდებობა ავტომატურად გახანგრძლივდება ომის პერიოდის განმავლობაში.
7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.