რობერტ კენედი-უმცროსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი

ამერიკელი პოლიტიკოსი რობერტ კენედი-უმცროსი აცხადებს, რომ ის „დემოკრატიულ პარტიას“ ტოვებს და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. რობერტ კენედი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ასახელებს.

  • მე თავისუფალი ვარ სამხედრო კომპანიების გავლენებისგან და ამიტომ შესაძლებლობა მექნება, რომ საგარეო პოლიტიკა ავაგო მშვიდობასა და დემოკრატიაზე;
  • ჩემზე არ აქვთ გავლენა მდიდარ დონორებს, ამიტომ მათ გარკვეული მაქინაციების და თაღლითობების შესაძლებლობას არ მივცემ. ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს;
  • ვინაიდან მე თავისუფალი ვარ უოლ-სტრიტის გავლენისგან, მე ბანკის მევალეების უფლებებს დავიცავ;
  • ჩემზე არ აქვთ გავლენა დიდ კომპანიებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. შესაბამისად მე გავასუფთავებ მიწას, ჰაერს და წყალს;
  • ვინაიდან თავისუფალი ვარ დიდი კორპორაციების გავლენისგან, შესაძლებლობა მექნება, მათ მიერ ჩვენი ფედერალური სააგენტოების ხელში ჩაგდების ფაქტები გამოვიძიო;
  • და ბოლოს, ვინაიდან თავისუფალი ვარ ამ ორი პარტიისგან, მე შევძლებ ვაწარმოო გაბედული პოლიტიკა, რომელიც პარტიებს შიგნით მიმდინარე დისკუსიებს და მათ დავალებებს სცდება.

ცნობისთვის, რობერტ კენედი-უმცროსი არის კენედების ოჯახის წევრი. ის აშშ-ის სენატორის, რობერტ ფრენსის კენედის შვილი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმის შვილია.