ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.
შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყეო. ვიქტორ ორბანი საქართველოს მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტი მან გასულ კვირას, გრანადაში დააანონსა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართებოდა. როგორც თავად აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერია. მისი თქმით, ის საქართველოსთვის არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, არამედ – მის ევროკავშირში გაწევრიანებას.