ზელენსკი: თუ ომი გაგრძელდება არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუ მანამდე დამთავრდება – არა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში, კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა უფრო მეტ დახმარებას აშშ-სგან ისრაელის ომის კონტექსტში, პასუხობს:

„ნაკლებად. ჩვეულებრივ გასაგებია, რადგან ეს დიდი გამოწვევაა. ჩვენ არ ვიბრძვით ისრაელთან აშშ-ის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ. რაც გვაქვს, გვაქვს, უნდა ვმართოთ“, – თქვა ზელენსკიმ.

მედიასთან ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ გიჟები არიან ადამიანები, რომლებიც ამ ომებს იწყებენ. ხოლო კითხვაზე, უკრაინაში ომის შესაჩერებლად ჩამოართმევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს ხელს, ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს კონფლიქტის დასრულება.

„მე ვიქნები ძალიან გულწრფელი. ვეღარც გადაწყვეტს. მას არ სურს არაფრის დასრულება, არ აინტერესებს, ეს არასდროს მოხდება. ხელის ჩამორთმევა არაფერს ნიშნავს. თუ ომის შეჩერება გსურთ, ყველაფერს აკეთებთ მის შესაჩერებლად. ესაუბრებით ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის მოლაპარაკებისთვის. მას არ უნდა. არავინაა დაინტერესებული რუსეთთან ადრე არსებული ურთიერთობების დაბრუნებით. მას სურს წინსვლა და არა მხოლოდ უკრაინაში – ეს არის პრობლემა – მას მეტი უნდა, ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მფარველობაში იყო, მე ვსაუბრობ მოლდოვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მე ვფიქრობ, რომ მისი იდეაა ნატოს რამდენიმე ქვეყანა აიღოს, რომლებიც სსრკ-ის შემადგენლობაში იყვნენ. ვფიქრობ, ეს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან რუმინულ მედიასთან ინტერვიუში ასევე ისაუბრა უკრაინაში არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუ ის ომის დროს ჩატარდება და მის შემდგომაც გაგრძელდება, თუმცა თუ ის მანამდე დამთავრდება – არა.

„თუ ომი გაგრძელდა – დიახ. თუ ომი დამთავრდა – არა. ომის დროს ვერ გავიქცევი“, – განაცხადა ზელენსკიმ.