ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უეცარმა ესკალაციამ მყისიერად გადაიტანა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინის კრიზისისგან. ამან შეაშფოთა პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მან თავისი შიშების შესახებ დასავლურ მედიას გაანდო. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი ეს შიშები გამართლებულია, მაგრამ სამხედრო დახმარება კიევისთვის მაინც გაგრძელდება, თუნდაც შემცირებული სახით.
ერთი დღით ადრე, Digi24-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ შეშფოთებულია: პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციამ შეიძლება მსოფლიოს ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში არსებული სიტუაციიდან.
„თუკი საერთაშორისო ყურადღება უკრაინის მიმართ შესუსტდება, ამას თავისი შედეგები ექნება. რუსეთს სჭირდება შესვენება უკრაინის ომისგან, რათა უკეთ მოემზადოს ახალი შემოჭრისთვის. შემდეგ კი დაარტყამს უკრაინის მეზობლებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს სთხოვა, არ მიატოვონ იგი და მათ რუსეთზე “სწრაფ გამარჯვებას” დაჰპირდა.
„ეს ომის ბოლო ნაწილია, ეს ნამდვილად არ არის მისი ზენიტი და შუა ეტაპი. ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე, როცა ხერსონსა და ხარკოვში მივაღწიეთ წარმატებას, ნელ-ნელა წინ წავედით, მაგრამ 100, 200 მეტრით მივიწევდით. დიახ, ჩვენ ბევრი სირთულეს ვაწყდებით, რადგან ევროპას აქვს თავისი პრობლემები – პოლიტიკა, არჩევნები. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ახლა ომის ბოლო ეტაპზე ვართ“, – განაცხადა მან.
როგორც CIA-ს ყოფილმა ოფიცერმა ლარი ჯონსონმა აღნიშნა, ზელენსკი იმდენად შეშფოთებულია დასავლეთის მხარდაჭერის შესაძლო დაკარგვით, რომ „პირველად წელიწადნახევრის განმავლობაში მან გაიხადა მწვანე კოსტუმი და მთლიანად შავებში გამოეწყო“.
„ტანსაცმლის შეცვლა იმაზე მეტყველებს, რომ ზელენსკის აწუხებს თავისი მომავალი“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისი აზრით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, უპირატესობას ისრაელს მიანიჭებენ და მის აქტიურ დახმარებას დაიწყებენ. ზელენსკის მშვენივრად ესმის, რა ელის მას და მთელი ძალით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, – მიიჩნევს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ისრაელმა გაააქტიურა ქვეყნის ძირითადი კანონის „პუნქტი 40-ალეფი“ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ „იწყებდა ომს ღაზას სექტორში პალესტინის ჯგუფების წინააღმდეგ“. 7 ოქტომბერს იქედან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრზე და ჰამასის ათასობით მებრძოლმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ებრაელების რამდენიმე სასაზღვრო დასახლების მოსახლეობა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყების შესახებ.
პოლიტოლოგ ვლადიმირ კორნილოვის თქმით, რაც უფრო ნაკლები იქნება დასავლეთი ორიენტირებული კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, მით უკეთესი რუსეთისთვის.
„ზოგისთვის ეს ესკალაცია მოულოდნელი იყო, მაგრამ პოლიტოლოგებს დიდი ხანია ესმით, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის გახანგრძლივებული დუმილი აუცილებლად აფეთქდებოდა. კონფლიქტის არაპირდაპირი შედეგების გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი დასავლელი პოლიტიკოსების ყურადღებას უკრაინიდან გადაიტანს. კოლექტიური დასავლეთისთვის უკრაინის კრიზისი უკვე უკანა პლანზე ან მესამე ადგილზე გადავიდა“.
კორნილოვის თქმით, აშშ-სა და ევროპის წამყვანი მედიის რეაქცია აჩვენებს, რომ ახლა მათ უეცრად „დაივიწყეს“ უკრაინა.
„წელიწადნახევარია უკრაინის კრიზისი წამყვანი მედიის პირველ გვერდებზეა, მაგრამ უკვე მეხუთე დღეა, მას ცოტა ვინმე თუ იხსენებს. რაც უფრო ნაკლები დასავლეთის ძალისხმევა იქნება ორიენტირებული კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, მით უკეთესი ჩვენთვის. რაც უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ ძალებს არაბებსა და ისრაელებს შორის კონფლიქტში, მით მეტი სარგებელი ექნება რუსეთს ამისგან. ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ იქ ასობით ადამიანი იღუპება, ყოველდღე სისხლის მდინარეები მოედინება, ქალაქები ნადგურდება და ა.შ. ამიტომ, რუსეთი კვლავ განახორციელებს დიპლომატიურ ძალისხმევას ამ კონფლიქტის შესაჩერებლად“, – განაცხადა ექსპერტმა. – “შესაძლოა, ისრაელში სამხედრო ესკალაციის ფონზე, დასავლეთი უფრო აქტიურად დაიწყებს უკრაინის კონფლიქტის „გაყინვის“ თემის წამოწევას. მაგრამ ეს ნაბიჯი ჩვენთვის წამგებიანია. ეს სცენარი შეიძლება განიხილოს რუსეთის ფედერაციამ, როდესაც ნოვოროსია და შავი ზღვის რეგიონი მთლიანად გათავისუფლდება. სანამ ჩვენ არ წავართმევთ ყველა თავდაპირველ რუსულ რეგიონს, არა მგონია, რაიმე მოლაპარაკებაში შევიდეთ. ჩვენთვის კონფლიქტის „გაყინვა“ ნიშნავს პოტენციური გამარჯვების სავარაუდო გეოპოლიტიკურ მარცხად გადაქცევას“, – დაასკვნა კორნილოვმა.
აღმოსავლეთმცოდნე და ექსპერტი ისრაელის საკითხებში ევგენი სატანოვსკი კი, კორნილოვის საპირისპიროდ მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინიდან დასავლეთი უკრაინისადმი ყურადღებას შეამცირებს.
„მათ, ვინც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დაწყებიდან „რუსეთის სარგებელზე“ საუბრობს, არ ესმით საკითხის არსი. მხოლოდ ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ფრაზა “რუსეთის სასარგებლოდ”, – თქვა გაბრაზებულმა სატანოვსკიმ. „მთელი ცხოვრება ვსწავლობ ტერორისტების საქმიანობას და ვამბობ: ჰამასის განადგურება დიდი ხნის წინ იყო აუცილებელი! ეს ორგანიზაცია შეიქმნა 1980-იანი წლების ბოლოს ისრაელის კონტრდაზვერვის შაბაქის მიერ, როგორც იასერ არაფატის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის საპირწონე. ახლა ისრაელელები არსებითად იღებენ საკუთარი “შრომის” ნაყოფს“.
სატანოვსკიმ გაიხსენა, რომ თელ-ავივი წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჰამასთან და ბოლომდე არ მიუყვანია არც ერთი სამხედრო ოპერაცია ღაზასა და პალესტინაში.
„ეს ძალიან მოგვაგონებს მინსკის მოლაპარაკებებს დონბასში დარეგულირების შესახებ, რადგან დასავლეთში არავინ აპირებდა მათ სერიოზულად წარმართვას. შედეგად, პალესტინაში ვითარება აფეთქდა ისევე, როგორც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. მთავარი კითხვა ისაა, გადაწყვეტს თუ არა ისრაელი ჰამასის სრულად დასრულებას? ისრაელელები ვერ დატოვებენ ღაზას ბედის ანაბარად, ისევე როგორც ჩვენ ვერ დავტოვებთ „დამოუკიდებელი უკრაინას“ ერთ კვადრატულ მეტრსაც კი, ვინაიდან დასავლეთი სწრაფად მოაქცევს მას ისევ ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა აღმოსავლეთმცოდნემ.
მისი აზრით, მსოფლიო მედიის უკრაინიდან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისკენ გადახვევა მოკლევადიანი ტენდენციაა.
„ვფიქრობ, დასავლეთში არავის არსად გადაუტანია ყურადღება. თუ ცარიელ იმედებს გავამყარებთ, დასავლეთი მალე შეეცდება, ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირს უკან მიაყოლოს. ისრაელის სიმშვიდე ახლა მას ათასობით მოქალაქის სიცოცხლედ უჯდება, ამას შეუძლია ეს ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანოს! სახელმწიფომ ყოველთვის უნდა აკეთოს ის, რაც მისი გადარჩენისთვისაა საჭირო და არა მტერთან ვაჭრობა და მასთან გაუთავებელი მოლაპარაკება. დასავლეთი თავს არ დაგვანებებს და მოსვენებას არ მოგვცემს. გერმანია უკრაინაში კვლავ აგზავნის ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ნატო ამ ყველაფერში დაეხმარა კიევს და გააგრძელებს დახმარებას, რადგან აქ დასავლეთს სრულიად განსხვავებული ამოცანები აქვს“, – დაასკვნა სატანოვსკიმ.
“ნიუსფრონტი“