უცხოური ვალუტების კურსი 13 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6980 ლარი ეღირება, ევრო – 2.8653 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3172 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ღირდა, ევრო – 2.8586 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3126 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ოქტომბერს ამოქმედდება.

რაც შეეხება რუსულ რუბლს, დღეს 1 ლარი 36,16 რუბლის ტოლია !