უკრაინის დედაქალაქ კიევში შეიარაღებული პირი ვაცლავ ჰაველის ბულვარზე მდებარე ბიზნეს- ცენტრში შეიჭრა და იქიდან იარაღის მუქარით დაცვის თანამშრომლები გამოყარა, შემდეგ კი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
შემდეგ ბოროტმოქმედი შენობის დანაღმვითაც იმუქრებოდა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მივიდნენ. მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელი დააკავეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად პოლიცია დანაშაულის მოტივების დადგენას ცდილობს.