რადიკალი ამერიკელი ატლანტისტი, 2005-2006 წლებში აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში, 2018-2019 წლებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, ინტერვიუს აძლევს გერმანულ -ს WELT-ს, სადაც შეშფოთებას გამოხატავს თავისი ყოფილი შეფის, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით, მომდევნო წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
“ტრამპი ჩვენს ინსტიტუციებს დიდ ზიანს მიაყენებს; მოსალოდნელია, რომ იგი თითქმის ყოველდღიურ საკონსტიტუციო კრიზისებს გამოიწვევს” – ამტკიცებს ტრამპის მოსალოდნელ საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბოლტონი. საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, იგი შიშობს, რომ ტრამპი “აშშ-ს ნატოდან გამოიყვანს”. “ჩემი აზრით, ეს სრული კატასტროფა იქნება აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის… და საჩუქარი იქნება პუტინისთვის… მსოფლიოს ანარქია მოიცავს” – ამბობს ბოლტონი ინტერვიუში, რომელიც ვიდეოს სახით გამოქვეყნდა, გერმანულ ენაზე.