ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის რჩება რუსოფილი და აღფრთოვანებულია რუსული კულტურით. ამის შესახებ მან უკრაინულ არხ „რადასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საპასუხოდ კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება რუსული კულტურის მიმართ.
„მე ისევ რუსოფილი ვარ. მე დღესაც აღფრთოვანებული ვარ ენით, კულტურით, რუსული ცივილიზაციით. მხოლოდ სულელი არ იქნება აღფრთოვანებული“, – ამბობს მისტერ ჯონსონი.
მან ასევე განაცხადა, რომ კონტაქტზეა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან. „ალბათ არ უნდა ვთქვა, როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას, მაგრამ ვაკეთებთ“, – განმარტა ყოფილმა პრემიერმა.
ბორის ჯონსონმა 2017 წელს რუსეთში ვიზიტის დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, საკუთარ თავს “ერთგულ რუსოფილი” უწოდა. შემდეგ მან თქვა, რომ სურდა რუსებსა და ბრიტანელებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.
წყარო: kommersant