ქართულმა ყვითელ-ბულვარულმა პრესის ფლაგმანმა გაზეთმა, “კვირის პალიტრამ”, გერმანული სტატიის შემოკლებული თარგმანი შესთავაზა მკითხველებს – “ფერმაში “დამალული” დიქტატორი ანუ როგორ იპოვეს გერმანელმა ჟურნალისტებმა სტალინის ძეგლი გორში”.
ყველა ჭეშმარიტი ქართველის სიამაყის, გენიალური იოსებ სტალინის შეფასება ვიღაც გადამთიელი ჟურნალისტებისგან, რომლებსაც სახლში ცოლებს უუპატიურებენ აფრიკა-აზიიდან ევროპაში შეთესილი ლტოლვილები, ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. უფრო საინტერესოა, რა პოზიციაზე დგას გორში მდებარე სტალინის მუზეუმის დირექტორი, ქ-ნი ქეთევან ახობაძე.
სტატიის თარგმანში შემდეგ ციტატას ვკითხულობთ:
„ჩვენ აქ ვპასუხობთ კითხვას, თუ რატომ გახდა სტალინი ესოდენ მკაცრი და ულმობელი ადამიანი“, – ამბობს ქეთევან ახობაძე, – მის ხასიათზე გავლენა ბავშვობაში გაჭირვებულმა ცხოვრებამ და სიღარიბემ მოახდინა. ამ ფაქტორებმა იმოქმედეს მის მკაცრ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე“.
აი ასე, ბატონებო – სტალინის მუზეუმის დირექტორს ჰგონია, რომ სტალინი ზოგადად ულმობელი ადამიანი იყო და არა სახელმწიფოსა და ხალხის მტრების მიმართ ულმობელი. დირექტრისას ასევე ჰგონია, რომ სტალინი გაბოროტებული ადამიანი იყო, ბავშვობაში გამოვლილი სიღარიბის გამო.
იქვე ასეთ რამესაც ამოიკითხავთ:
“ჩვენ მუდმივად გვეკითხებიან: „გიყვართ თუ არა სტალინი თქვენ, მუზეუმის თანამშრომლებსო“. მაგრამ ასეთი კითხვა ნონსენსია. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ისტორიის შენახვა-შენარჩუნებას. ჩემმა ოჯახმა (და არამარტო ჩემმა) იოსებ სტალინის მმართველობის დროს, მისი პოლიტიკური კურსის შედეგად უამრავი ტანჯვა-წამება გამოიარა. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ” – აღნიშნავს ქალბატონი ახობაძე.
სტატიიდან ასევე გაიგებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა,”ნატანჯი”, მაგრამ “ობიექტური” დირექტრისა მომხრეა, მუზეუმში გამოიფინოს სტალინის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა და ახლა ერთ-ერთ ფერმაში, მიწაზე პირქვე დამხობილი გდია.
პრინციპში, კარგია, რომ დირექტრისას სურს, მეტი შემოსავალი მიიღოს “ულმობელი” სტალინისაგან, იქნებ ფულის გამო, მართლა შეინარჩუნოს ობიექტური ისტორია. ყოველ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი კულტურის სამინისტრო, სტალინის მუზეუმის შემდგომ დირექტორად ლაშა ბაქრაძეს არ დანიშნავს.
“ნიუსფრონტი-საქართველო”