ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათ აქვთ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „თავისუფლება პალესტინას, ოკუპაცია დანაშაულია“.
აქციის დაწყებამდე ლონდონის პოლიციამ გაფრთხილება გამოსცა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი მათ დაკავებებს დაიწყებენ.