პალესტინელების გადაადგილებამ შეიძლება უფრო ფართო კონფლიქტი გამოიწვიოს – იორდანია

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტს განცხადებით გამოეხმაურა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

„ისრაელის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აიძულებს პალესტინელებს დატოვო ღაზას სექტორი, რეგიონში უფრო დიდ კონფლიქტს გამოიწვევს და უფსკრულამდე მიიყვანს“, – აცხადებს აიმან საფადი.

აიმან საფადი ასევე ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა და ტერიტორიის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

ინფორმაციისთვის, 7 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა.