ამირან სალუქვაძე – პოლონეთის არჩევნებიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, ჩვენთან ცესკო-მ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.

„ვიფიქრე პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ. ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს. ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს,“ – წერს სალუქვაძე ფეისბუკზე.

ცნობისთვის, პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა.

პოლონეთის ცესკოს ვებგვერდზე აღნიშნული მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ – 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით.

პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს.