აშშ-ის გენერალური მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ქვეყნის ომის მართვის კაბინეტის წევრებს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამერიკელი დიპლომატი ისრაელში გასულ კვირასაც ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. შემდეგ ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტურნე გამართა.
ჟურნალისტების ვარაუდით, ბლინკენი ისრაელის მთავრობასთან ღაზადან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხს და რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას განიხილავს.
ისრაელის მთავრობაში უარყოფენ ინფორმაციას რაფაჰის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებზე, თუმცა კვირას ბლინკენმა განაცხადა, რომ გამშვები პუნქტი გაიხსნება.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.