გარიცხავს თუ არა ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“? – დღეს პარტიის განახლებული სამდივნო შეიკრიბა, თუმცა დღეს ეს საკითხი არ განუხილია.
გუნდში რომ ამ საკითხზე მსჯელობენ, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ თავიანთი პოზიციით ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე, პარტიას აღარ წარმოადგენენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და მისი მეგობრები პარტიიდან ფაქტობრივად, უკვე წასულები არიან და მათი ყოფნა პარტიაში დღეებს ითვლის, თუმცა, „ქრონიკის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად ნოემბერში გახდება ცნობილი.
ამასთან, ახლახან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის წესდება შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ხაბეიშვილს მელიასა და სხვების გარიცხვა ერთპიროვნულადაც შეეძლება.