პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. როგორც BBC-ი იუწყება, ამ დროისთვის ხმათა 99 პროცენტზე მეტია დათვლილი.
შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას „კანონი და სამართალი“ 35.65 პროცენტი აქვს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ 30.47 პროცენტი, პარტია „მესამე გზას“ 14.43 პროცენტი, ხოლო „მემარცხენეებს“ 8.55 პროცენტი.
როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტუსკი, რომლის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ ხმების 30,47 პროცენტი აქვს, დიდი ალბათობით შეძლებს ფართო კოალიციის შექმნას, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებთან ერთად. ეს კი ნიშნავს, რომ პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობა სავარაუდოდ მათ ექნებათ.
მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ 231 დეპუტატი სჭირდება.