უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6925 ლარი ეღირება, ევრო – 2.8403 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2725 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6977 ლარი ღირდა, ევრო – 2.8418 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2791 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 ოქტომბერს ამოქმედდება.

რაც შეეხება რუსული რუბლის კურსს, დღეს 1 ლარი 36,15 რუბლის ტოლია !