ღაზის სექტორში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 300-ს მიაღწია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 13 000-მდე ადამიანი.
რაც შეეხება ისრაელის მხარეს, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1 300-ს აღწევს, მძევლად აყვანილია 200-მდე ადამიანი.