თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზის საავადმყოფოს დაბომბვას გამოეხმაურა და მან პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი საავადმყოფოზე თავდასხმაში.
„შეტევა საავადმყოფოზე, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, არის ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითი, რომელიც მოკლებულია უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს. მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად“, – წერს ერდოღანი.