როიტერის“ ცნობით, ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება, რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი თითქმის 2%-ით გაძვირდა.
ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 91,45 დოლარს. ხოლო დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასი კი 88,32 დოლარს შეადგენს.
როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ფინანსური ანალიტიკოსები ამბობენ, ბაზარზე მოთამაშეები შეშფოთებული არიან კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ზრდის გამო, რის გამოც ნავთობის ფასები მატულობს.
„როიტერი“ ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ ღაზის სექტორში დაძაბულობის მატების პარალელურად, სპარსეთის ყურის ქვეყნების საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ვარდნა დაფიქსირდა.