,, ვფიქრობ, სწორედაც გაგვიმართლა, ბევრს, რომ საბჭოთა ადამიანები ვართ” – მაია ნიკოლეიშვილი

,,მახსოვს, საბჭოეთში მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთში ვწუწუნებდით, რა საშინელებაა, ერთხელ დაიბადო, და ისიც საბჭოთა კავშირშიო!

 

იმდენი რამ გაიშიფრა ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე, რომ, ვფიქრობ, სწორედაც გაგვიმართლა, ბევრს, რომ საბჭოთა ადამიანები ვართ, რადგანაც, ყველაზე დიდი, რაც იმ პერიოდმა მასობრივად მოგვცა, (გარდა მაღალი დონის ზოგადი განათლებისა), ადამიანობა და ადამიანის სიყვარულია, ადამიანის მიმართ თანაგანცდაა და ის, რომ გულწრფელად გჯერა, არ არსებობს უპირატესი რასა, ერი, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად ღირებულია და ბავშვს არათუ არ უნდა კლავდნენ, არამედ, ბავშვის ცრემლებიც დიდების დანაშაულია!

არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას; უკრაინელი და რუსი ბავშვი ერთნაირად მენანება, ებრაელიც და პალესტინელიც!

ჰამასის ტერორისტობაზე არ ვდავობთ, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების და ბავშვების ეროვნების გამო ხოცვა არავის ეპატიება.

არც ერთ მხარეს არ ეპატიება სიცოცხლე- ან ბავშვობაწართმეული ბავშვები და გამწარებული ქალები!!!

აი, რატომ ვდგავართ მთელ დასავლეთზე მაღლა, ჩვენი ასეთი შეგნებით! ადამიანობა ჩვენი კულტურული კოდია, იმიტომ, რომ ჩვენ გვასწავლეს და გაგვიმტკიცეს, იმისთვის, რომ გვყვარებოდა ადამიანი, თანაგვეგრძნო იაპონიაში აშშ-ს მიერ ბირთვული დაბომბვის შედეგად დაღუპული და ლეიკოზით დაავადებული უდანაშაულო ბავშვებისათვის, თეთრი წეროების სიმბოლიკით!!!

მახსოვს, როგორ განვიცდიდით გაძვალტყავებული სომალელი ბავშვების შიმშილს…

ჩვენ ადამიანობა განგვიმტკიცეს და ადამიანებად დავრჩით!

ისწავლოს ევროპამ ეს ჩვენგან!

ქართველი ღამურების დამახინჯებული რწმენით კი, ადამიანისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ანუ ადამიანის ცოცხლად დაწვა, ქალაქის გულის დაწვა ნამდვილი ევროპაა!!! კი, ძველი ევროპაა, თავისი ინკვიზიციით, ადამიანთა ზოოპარკებით, ფაშიზმით, საკონცენტრაციო ბანაკებით, დისკრიმინაციით, ანტისემიტიზმით, თუ მხოლოდ ცუდი გინდა ევროპისგან გადმოიღო!!! ამერიკაა, ინდიელების ხოცვით, რეზერვაციებით, კუკლუს კლანებით, ლინჩის წესით, ადამიანი-მონებით, თუ ამერიკაში შენი მდაბალი გრძნობების განმტკიცებას ეძებ და კარგზე დახშული გაქვს გულის და გონების კარი!!!

ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანებს ხარისხებად არ ვყოფთ, როგორც გასაყიდ ხორცს ან კვერცხს!!!

ერთი ხარ, ღმერთო, ყველას ღმერთი ხარ; მოჰმადლე გონიერება ქრისტიანებს, მაჰმადიანებს და იუდეველებს! დაიცავი ამ უგუნურებისგან აღმოსავლეთიც, მშვიდობით გაგვატარე ეს უმძიმესი, მსოფლიოს ხელახალი გადაფორმატირება-გადატვირთვის ეპოქა!!!”

სამედიცინო ექაპერტი მაია ნიკოლეიშვილი; სოციალური ქსელი