თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ინფორმაციას „ТАСС“ ავრცელებს.
„ჩვენ ვაცხადებთ სამღღიან გლოვას, რათა გავიზიაროთ პალესტინელი ხალხის ტკივილი სამოქალაქო პირებზე ისრაელის თავდასხმის გამო, ასევე 17 ოქტომბერს საავადმყოფოზე განხორციელებული შეტევის გამო“, – წერია ერდოღანის მიერ გავრცელებულ ბრძანებულებაში.
21 ოქტომბრის საღამომდე თურქეთში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება, ეს მის საზღვარგარეთის წარმომადგენლობებსაც ეხება.
„თურქეთში უდიდეს ტკივილს ვგრძნობთ, რაც ჩვენმა პალესტინელმა ძმებმა იგრძნეს. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო სამოქალაქო პირები არიან და სამდღიანი გლოვა მათი სულების პატივსაცემად გამოვაცხადეთ“ – დაწერა ერდოღანმა X-ში.