პენტაგონი ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშების შესახებ იუწყება, შტატების თავდაცვის უწყების ცნობით, ბაზას დღე ღამის განმავლობაში ცეცხლი ოთხჯერ გაუხსნეს. გავრცელებული ცნობით დრონები იემენიდან, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტის“ ძალების მიერ იქნა გაშვებული. პენტაგონის ცნობით, ამერიკულმა საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
„ეს ქმედება იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დემონსტრირება, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ახლო აღმოსავლეთში და რომელიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისა და ინტერესების დასაცავად გამოვიყენოთ ამ მნიშვნელოვან რეგიონში. ჯარებიდან მსხვერპლი არ არის. არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავებულა. პენტაგონს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რას უმიზნებდნენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე სარაკეტო იერიში იყო მიტანილი ბაღდადის მახლობლად მდებარე ამერიკულ ბაზაზე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შეტევები ერაყში განლაგებულ 4 ამერიკულ ბაზაზე განხორციელდა.
ერთ-ერთ ბაზაზე შეტევის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. მანამდე რამდენიმე ირანული დაჯგუფება აშშ-ს დაემუქრა, რომ მის ბაზებს შეუტევს, თუ ვაშინგტონი ისრაელს მხარს დაუჭერს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.